* * *

ვუყურებ ქარში მოქანავე სარეცხს,

და აქ ქარი ნიშნავს ქარს,

სარეცხი სარეცხს

და ქანაობა ქანაობას,

პასუხების ძებნა დაგჭირდა

მხოლოდ იმიტომ,

რომ დასვამდნენ კითხვებს,

კითხვა კი რამდენნაირია,

არასწორ მნიშვნელობას შეუძლია

საუკუნოდ გამოგკეტოს სიმარტივეში,

ისე რომ კვლავაც გწამდეს განვითარების,

პასუხს, რომელიც ასე ძლიერ შეალამაზე

ძილისპირულზე თავს უმეორებ,

იქნებ მერე მაინც,

როცა ვერქმნადობას რომელიმე

დაავადებას მიაწერ,

შეწყვიტო მტკიცება,

თავაკი თვეში ერთხელ წამოახველებს,

ზოგჯერ იმდენს,

მოწმენდასაც აზრი დაეკარგება,

პასუხი,

რომელიც ვერასდროს იქნებოდა პასუხი,

ცდილობს დაგიტოვოს გახრწნამდე აქ.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7