რა დღეში ხართ?!

რა დღეში ხართ?!

რა დღეში ხართ თქვენ, იქ, უჩემოდ?!

ასაწყობია როიალი,

თქვენგან ნახმარი და გალახული.

აანთეთ ეს წყეული, დამპალი ქუჩები!

ისეთი მინახავს, ისეთი არნახული.

ჰეი, პოეტებო! ჰეი, პოეტებო ! ურჩებო ,

გული წიქვილივით არახუნეთ,

ქალებს დაუკოცნეთ ტუჩები,

ცხელი აიკიდეთ ალიყური,

ჩემს ძმას იარები ურჩება –

„ღამე ნაბადივით დავახურე“.

ჰეი ,პოეტებო , ურჩებო!

ყვითელ ხურმებში დამარხული,

ვისაც ესიზმრება, ის არის.

ნახე , შეხსნილი აქვს იარა,

ხინჯი კი არა- ისარი.

ხელი ჩამკიდე და ვიაროთ!

შემომითვალეს, ვურჩევო:

ნაკლები დალევა, სურამი.

თქვენ იქ რა დღეში ხართ, უჩემოდ?!

მეც ხომ ცოცხალი ვარ, თუ რამე.

 

ქარებს წერილი გავატანე,

გატყდა ხუნდი და უღელი.

მორჩა მარხვა და რამადანი,

მხოლოდ გაზაფხულს ვუმღერებ.

ძმაკაცის სახლში შევიყაროთ,

ყველას წყენები ვაპატიოთ,

პირველი ნახვით შევიყვაროთ,

გავცეთ , თუ რამე გვაბადია.

 

მინდორ, მინდორ- მინდორ და

გაირბინა ბავშვობამ,

მე სულ შენთან მინდოდა,

დამტოვა და გამშორდა.

მინდორ, მინდორ- მინდორ და

გავექცევი მამაშენს,

მე სულ შენთან მინდოდა

წეროების თამაში.

 

 

1 2 3 4 5 6