ნინის

 

მე ისევ ვივლი ძველ პალტოში, ძველი მათარით.

თუმცა, სიფხიზლეს ექიმები უფრო გვირჩევენ.

ერთ კარგ სიმღერას სახელივით ამოვიჩემებ.

გაზაფხულდება, მიილევა დიდი ზამთარი

და ჩემს ფანჯრებში იმ დაკარგულ მიწებს გიჩვენებ.

 

ეს თოლიებიც იმ ზეციდან გამომყვნენ, გახსოვს?!

თორემ სად იყო თოლიები, პელიკანები?

გემის ჩარდახი ირხევა და მიექანება

და შენი სახლი უკან მრჩება, ის სახლი, აფსუს…

 

არ დაუჯერო ამ ნაძირლებს! ჩვენი ადგილი

ვერხვებთანაა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე,

თეთრი ღვინო და… დამიტოვე, ნინ, პაპიროსი.

ჯანდაბას, მაინც არ ყოფილა ისე ადვილი,

გველაგებინა ეს დომხალი და თავის დროზე,

გვეწერა იმ დიდ ხომალდებზე- кануть молодым

და სამშობლოზე, რა თქა უნდა, მცირედი დოზით.

ჩვენ მივდიოდით. მაღლა იდგა გემი დალანდი.

 

 

* * *

 

მე ავაშენებ სახლს,

ნესტი მოერიოს მას და მარილი.

არწიონ ქარებმა საქანელა,

უნაყოფო, ბებერ მუხაზე,

რომ დიდხანს, დიდხანს, მდუმარედ ვუცქიროსანამ ბაღები აყვავდებიან.

გალავანს ავაგებ, ჭას გავთხრი

და ისე ტკბილად დავბერდები, მერე იტყვიან –

თიშ ხან ქორსხუდას.

 

მე გავაშენებ ვენახს – ოჯალეშს

და ჩემი ქალი -ჟღალთმიანი,

ცხრა მთას იქიდან მოყვანილი,

ჩემთვის უცხო, ლამაზ ენაზე

მტევანს უმღერებს.

 

სიკვდილის სარეცელზე კი,

დასხდებიან ჩემს ორთუმელთან შვილთაშვილები

და მათში უმცროს მე გავუმხელ დიდ საიდუმლოს.

 

 

1 2 3 4 5 6