* * *

გასტანს ეს ცხოვრება კიდევ,

მე კი, უნუგეშოდ ვნაღვლობ,

თითქოს ყოჩივარდებს ვყიდდე,

თითქოს მომკვდომოდეს ძაღლი

მიუსაფარია ჩემი სული.

სხეული, ხომ იცი – დალპება.

მანამდე ოცნება შემისრულემაჩვენე მონბლანის ალპები.

სადმე ბარდებთან წამიყვანეთავზეხელაღებულ ბიჭებთან.

ცეცხლი უკიდია ჭვავის ყანებს,

გასწვრივ კი, იწვიან ფიჭვები.

 

დამტვრეული მაქვს ლავიწები,

გადასატეხი მაქვს ფანქრები.

მეც იმ ფიჭვებივით დავიწვები,

მეც იმ ბიჭებივით გავქრები.

 

იცოდა ხელკავი ჩემმა ტოლმა,

ქარიან ამინდში ხელკავი.

მერე ჰემატომა შემატოვა,

ცხელი გვირილები ეკავა.

 

იტყვიან: არ იყვნენ ასეთებილიტერატურული გაზეთები.

და მხრებით მთები აზიდული

და მხრებით მთები ნაზვირთები,

როდესაც წყალში ჩაგვეყრება,

რაღაც ჩათლახურად შევიცვლებით…

აღარ მორჩება მარგვლა, კრეფა,

ტყავი გაგვძვრება შელოცვებით.

 

ახლა რატომღაც გიგონებ და…

დამვიწყებიხარ, გეგონება.

 

 

1 2 3 4 5 6