* * *

წერაც გეზარება, წერასაც ორჭოფობ.

ეწევი გახვეულ “ციგარკას” მატროსულად

და გიწევს სიბერე, ასეთი უჭორფლო,

ასეთი დიდი და მარტოსული.

 

კითხულობ ფლობერის „ბოვარის“ , „სალამბოს“,

არაყს სვამ საზღვაო მათარებით.

სოხუმზე არასდროს არაფერს არ ამბობ

და მოგწონს მგზავრობა მატარებლით.

 

წვიმიან ამინდშიც არ იტეხ იხტიბარს,

სიზმარს ჩაყოლილხარ ძირულაში

და გამოგიტყდები, საშინლად გიხდება

ვილვეტის პალტო და წვერ-ულვაში.

 

წერაც გეზარება, წერასაც ორჭოფობ.

ეწევი გახვეულ “ციგარკას” მატროსულად

და გიწევს სიბერე, ასეთი უჭორფლო,

ასეთი დიდი და მარტოსული.

 

 

1 2 3 4 5 6