* * *

 

ხელი ახლე სულის ურდულს,

ქარი მხდის და ქარი მაცმევს.

ვისთვის ყვავილების ქურდი,

ვისთვის- სევდიანი კაცი,

ვტოვებ პოეტების ურდოს,

მივალ ქართან საძმაკაცოდ.

“ჩემი დაბრმავება გსურდა”!

გსურდა გამწყდომოდა ქანცი!

ვისთვის ყვავილების ქურდი,

ვისთვის -სევდიანი კაცი.

ვტოვებ პოეტების ურდოს,

მივალ ქართან საძმაკაცოდ.

 

ახლა ისე მენატრები,

ახლა ისე მენატრები,

ახლა ისე მენატრები!

შორს, შორს გადახვეწა მსურს!

ჩამქრალია კელაპტრები,

ჩამქრალია კელაპტრები,

ჩამქრალია კელაპტრები,

მხოლოდ შენ მინათებ სულს.

 

 

1 2 3 4 5 6