***

ყოველ ნაბიჯზე ჭურვებია.
მითუფრო მართობს, რაც უფრო დიდი სიმაღლიდან ვეცემი.
რაც უფრო ახლოს ვკვდები ფინიშთან.

თითქოს, ყველა ორგანო ამომაცალეს.
მონატრება მონოტონურ უაზრობად იქცა.
ვერავის ხმას ვერ ვიხსენებ.
ვერცერთი ტკივილი მტკივა.
არცერთი ტალღა არ გამყვება ამ ზაფხულიდან.

ახლა ვზივარ რომელიღაც მთიან სოფელში
და ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშს,
რომელიც ნებისმიერ დროს შემიძლია გამოვრთო.

1 2 3 4 5 6 7 8