საღამომდე

 

ხელის მოჩრდილვით, ჰორიზონტს მივდევ.

მოჩვენებითი მინდვრის იმედით, აქ მდიდარია მიწა…

მეხსიერება მიდევს ფიქრებში სათადარიგო რუკად,

თიხასავით რომ გამოიწვა,

დასაბამიდან, როგორც მზის ლუკმა.

 

საღამომდე გარსი ნათდება,

ისე, ვითომც არაფერი…

პატარაობას რომ გამუდმებით მართმევდა,

დღეს დიდობის შესაფერისი და მსგავსიც…

 

ღრმა წარსულში,

კენჭებით ჩამარცვლული,

ახლა ქვის კანით მხვდება მიჯნა

და ამწიფებს მიზანს,

საღამომდე რომ

უნდა ვიპოვო

ტალახის თოჯინა,

ხავსის კაბით და

პატარა გოგოს ნაძერწი სახით…

 

ჰორიზონტამდე,

ყალბ საღამომდე,

მიწის სიღრმე უნდა ვკვეთო

და ჩემამდე ჩავტოვო გენეტიკური ანაბეჭდივით,

ჩემს ბავშვობას რომ მაპოვნინებ ღმერთო!

 

 

 

 

1 2 3 4 5 6