ქეთი ჯოლბორდი
ქეთი ჯოლბორდი

ქეთი ჯოლბორდი – ქართველი პოეტი. დაიბადა და ცხოვრობს გორში. 30 წლის.

დაამთავრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდენობის ფაკულტეტი ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. ამჟამად მუშაობს ამავე უნივერსიტეტში.

გახლავთ ავტორი პოეტური კრებულისა „მეტი ცა…“

მისი ლექსები იბეჭდება ქართულ პერიოდულ გამოცემებში – „მწერლის გაზეთი“, „ცისკარი“, „განთიადი“, „მწიგნობარი“ და სხვ. არის გიორგი შატბერაშვილის პრემიის ლაურეატი.