მშობლიური ბირთვი

 

ვინტაჟის ფონზე ზრუნავს ჟასმინი.
კიბის უმაღლესი საფეხურიდან,
სულ სხვანაირი მოსჩანს ეზო,
განწყობა – საშიში.
საკუთარ თავს ვიკრებ გარშემო
და ვცდილობ შვილის თვალებით მზერას,
როდესაც ვაკეთებ კიბეზე უამრავ სვლას,
თეძოზე ბავშვშემოსმული.
რუტინის იმ ნამცეცებით გამოკვება,
ნათურაზე მიშენებული ჩიტების ბუდიდან რომ იპნევა,
ეზოს მშობლიურ ბირთვს კრავს და
ორგანზომილებაში კიბის თვლა,
მიმყარებს  მდგომარეობასთან მდებარეობას –  რომ აქ,
მამაჩემის სახურავქვეშ ერთდროულად უნდა ვიყო დედაც და ბავშვიც.
და ყოველ დილით ეზოს დატოვებისას,
მშობლის შეგონება ისე ღვრის მზეს ცის გუგებზე,
გეგონება, მზრუნველობას ასაკი ჰქონდეს…
და რა უნდა მოხდეს, რომ არსებობისთვის,
წლიდან წლამდე, მადლიერებას არ ვატარებდე,
თმაში ჩაწნული ბავშვური დიდობით,
რა უნდა მოხდეს…

 

 

1 2 3 4 5 6