* * *

 

გამოშიგნული იყო სიმარტოვე, გუშინდელი…
მოქმედებებში ფეხი უკან ედგა.
მოჩქარესავით  ჩავჭიდე ხელი და

თვალახვეული მოვათრიე,

გზადაგზა, ასფალტის ნახეთქებს რომ არ შეეჭამა

გუგებიდან ბალახისფერი.
დღეს ოვაციებს ვერ ვიაზრებ შემხვედრთა,
მხოლოდ შვილებს შევხედავ – გულის ჯიბეში მასრებს…
და ნაბიჯი სიჩქარეში, ფეხის წამოკვრასავითაა,
უპირველესად მე დავეშვი,

რომ მომესინჯა შეგრძნების სიბასრე,

რადგან ჩვილია ქუსლები ჩემი შვილების.

შენ კი რა იცი…
ვიდრე ცა მზეს ჩაყლაპავდა,

როგორ გამქონდა თავი… ჩაგუბებული ღიმილით ხალხში და

როგორ გამოვივლე ნუგეში თვალში,

სიფხიზლისთვის გათენებისას.
ჰორიზონტს მიღმა დამიპატარავდა და

მკლავებით კი მაქვს გრძელი არსი ცოლობის…
რომ როდესაც გენეტიკის ხმაურით,

შვილების თვალებში  ბალახისფერი იმატებს,

მოთავსებამდე კოლოფში,
ზურგსუკან შევძლო მოთოკვა გაგიჟებული დედაშვილობის.

 

 

1 2 3 4 5 6