ჭუჭრუტანა

 

ზამთრის დღე იდგა, სველი, უჟმური,

შევიკეტე ჩემს ოთახში,

ჩავწექი და რაღაცას ვსვამდი,

ვეწეოდი,

ვუსმენდი და

ოთახს ვბუღავდი,

პირქუშ ფიქრებს აღმა-დაღმა ვატრიალებდი…

სიგარეტის ღერს ნამწვი მოსწყდა,

გულზე დამეცა

და ამომიწვა მაისური

უხასიათოს,

უყურადღებოს…

 

დღეს ეს ლურჯი მაისური,

გარეცხილი,

კვლავ გადავიცვი,

აივანზე გავედი და

გაზაფხულის მზის პირველმა სხივმა

უცებ ზუსტად

გამოძებნა ჭუჭრუტანა

ჩემს მკერდზე და

ჩამიძვრა ტანში…

 

1 2 3 4 5