***

ნახევრად ღია ცხოვრება,

ნახევრად ღია დღეები,

ეს მხოლოდ. ჩემი ფიქრია,

ეს მხოლოდ ჩემი დარდია,

თოვლი მხრებიდან ჩამოწვა,

გასული ზამთრის მზესავით,

სუსტი ლანდიღა შემორჩა,

მათი ვინც ერთდროს მიყვარდა,

მე ახლა უნდა ვიწყებდე,

კვირტების კანზე გამოსხმას,

მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი დარდია,

ხელები თავქვე დავიწყო,

ფიქრი. მივუშვა ნებაზე,

და ისე როგორც ჩვილს დედა,

დამარწევს. ჩემი ოცნება,

ეს მხოლოდ. ჩემი დარდია,

ეს. მხოლოდ ჩემი. ფიქრია,

მათზე ვინც ზვავში მომიყვნენ,

და მე ვერ გადავარჩინე.

 

 

 

1 2 3 4 5 6