AUC

 

ადამიანის უფლებათა კონვენცია დაწერილია,
ადამიანის უფლებათა კონვენციაში აღწერილია,
ადამიანის უფლებათა კონვენციები,
ადამიანურ უფლებათა კონვენცია თაბახის ფურცლით დააქვთ დიპლომატებსს,
ქვეყნიდან ქვეყანაში, მოლაპარაკებიდან მოლაპარაკებაში,

მაგრამ ადამიანის უფლებათა კონვენცია შეზღუდულია,
ის არ ეხება მათ, ვისაც ჭირდება
ის მოგზაურობს ბიზნეს კლასით,
მოლაპარაკებიდან მოლაპარაკებაში,
ადამიანის უფლებათა კონვენცია ელიტურია,
როგორც მწერლები ჩემს ქვეყანაში,
რომლებსაც ერთდროულად შეუძლით ეზიარონ მემარცხენე და მემარჯვენე იდეებს,
და სიტუაციიდან გამომდინარე აირჩიონ, როდის რომელ მხარეს ამჯობინებენ დგომას,

რა წერია ადამიანის უფლებათა კონვენციაში?
რა წერია შრომის კოდექსში?
რა წერია კონსტიტუციაში?
რა წერია ბიბლიაში?
რა წერია მარქსის „კაპიტალში“?

თაბახის ფურცლისგან ბავშვები ტვითმფრინავებს აკეთებენ,
და კორპუსების თავზე მიფრინავს,
და მასზე წერია, ის
და მასში აღწერილია, რომ

საიდან მოხვდა ეს ფურცელი აქ?
ბავშვებმა წაიკითხეს?
იციან თუ არა მათ, მათ უფლებების შესახებ?
ან ქრისტეზე?
მოსეს შესახებ?

როგორ გავიგოთ რა წაიკითხეს ბავშვებმა?
როგორ გავიგოთ როგორი მოქალაქეები გაიზრდებიან?
უნდა გვეშინოდეს მათი თუ არა?
უნდა გვეშინოდეს თუ არა?

 

 

1 2 3 4 5 6