***

შენს ხმელ სხეულზე,
ძალას მოვიკრებ და ყვავილების ბაღს გავაშენებ,
შენს დაღლილ თვალებს,
რომელმაც დაკარგა ვარსკლავები
ხელისგულზე დავიდებ და სულს შევუბერავ,

შეხედე, როგორი არაფრის მომცემია ეს სინათლე,
რომელმაც მთელი ქალაქი დაფარა,
როგორი ცარიელი და უშინაარსოა, ის
ვინც ისწავლა როგორ იცხოვროს,
მაგრამ ვერ გაარკვია თუ რატომ.

ხელები – მზის სხივები თოვლიან დილას,
თვალებზე დამადე და მომგვარე შვება,

მე დავწერ შენზე, ჩემს საყვარელ და ერთადერთ ქალზე,

შენ იყავი ღვთისმშობელივით წმინდა და ადამიანებივით ფარისეველი,
როცა გეტყვი რომ მიყვარხარ,
როცა გეტყვი რომ არაფერია უფრო სევდიანი,
ვიდრე შენი მძინარე სახე.

 

 

1 2 3 4 5 6