მეექვსე ვარიაცია

 

ტროცკი:   რამონს დაუძახე!

ქალბატონი ტროცკი:  რამონ!

ტროცკი:  დროზე! ხომ ხედავ თავის ქალაში  წერაყინი მაქვს გარჭობილი!

ქალბატონი ტროცკი: რამონ, დაუჩქარე!

( შემოდის რამონი: სომბრეროთო,   პონჩოთი,  ჰუარაჩით და გიტარით)

ტროცკი: დილა მშვიდობისა, რამონ!

რამონი:  დილა მშვიდობისა, სენიორ!  ( ხელს ართმევენ ერთმანეთს)

ტროცკი:  დაჯექი, აბა. ( ქალბატონ ტროცკის): აი, ხომ ხედავ  დამსაქმებელ-დასაქმებულს შორის როგორი იდეალური ურთიერთობაა! ( რამონს)   მისმინე, რამონ,  შენ  ხომ  ჩაგრჩა   წერაყინი ჩემი თავის არეში?

რამონი:   კი არ ჩამრჩა, ჩაგარტყით, სენიორ!

ტროცკი:   უკაცრავად?

რამონი:   ვერ  მიხვდით?   აბა,  წერაყინის  ტარს დააკვირდით.  ნაღდად ჩარტყმულია!

ქალბატონი ტროცკი:  მართალს ამბობს, ლეონ!  ტარს   შეხედე!

რამონი:    ასე რომ, მართებული იქნება, ,,ჩაგრჩა’’ ,,ჩარტყმით’’ ჩაანაცვლოთ.

ტროცკი:   გავიგე, გავიგე. შეგიძლია მითხრა,  ეს რატომ გააკეთე?

რამონი:   მგონი, ენციკლოპედიაში ამოვიკითხე.

ტროცკი: ( აუდიტორიას):   აი, რა ძალა აქვს ნაბეჭდ სიტყვას!

რამონი:   უბრალოდ,  წერაყინის გამოყენება მსურდა, თუმცა   სახლში ვერავინ ვერ მოვიხელთე.

ტროცკი:   საერთოდ,  წარმოდგენა თუ გაქვს  მე ვინა ვარ?  ხვდები, რომ  ამ ოხერი წერაყინით   უმთავრეს  ისტორიულ  ფიგურას გაუტეხე თავი?  სხვა თუ  არაფერი,  რუსეთის რევოლუცია სწორედ მე წამოვიწყე!   სტალინსაც ვებრძოდი!  ბოლოს და ბოლოს,  მსოფლიოს უმთავრესი და უპოპულარულესი   თეორეტიკოსი  ვიყავი!  ამიხსენი, ეს რატომ გააკეთე?  პოლიტიკური უკმაყოფილების  გამო?  ანტიკონტრევოლუციური რეაქციის გამო?

რამონი:  სიყვარულის გამო, სენიორ!

ქალბატონი ტროცკი:  მართალს ამბობს. ლეონ!  (  რამონს  ხელს ჩაჰკიდებს). ვწუხვარ, რომ  ჩვენი სიყვარულის ამბავს  ამ ვითარებაში იგებ.

ტროცკი:  მატყუებ!

ქალბატონი ტროცკი:   სიმართლეა!

ტროცკი:  არა!

რამონი ( ესპანურად):  სი!

ტროცკი:  ღმერთო, რა სულელი ვყოფილვარ!  ( კვდება)

ზარი.

 

მეშვიდე ვარიაცია

 

ტროცკი:    ეს რატომ ჩაიდინე, რამონ!

რამონი:  ვერასდროს  გაიგებთ, სენიორ ტროცკი!

ტროცკი:   კოშმარში ვარ!

რამონი:  საბედნიეროდ, ეს მხოლოდ თქვენი კოშმარია, რომელიც მალე დასრულდება!

 

(ტროცკი  კვდება)

 

(ზარი.)

 

 

1 2 3 4 5