მესამე ვარიაცია

 

ტროცკი:  სასაცილოა. რატომღაც, ყოველთვის  სადგისი მეგონა.

ქალბატონი ტროცკი:  წერაყინია!  წე-რა-ყი-ნი! შევიდა მაგ გასახეთქ  თავში?

(ტროცკი  კვდება.)

(ზარი.)

 

მეოთხე  ვარიაცია

 

ტროცკი  ბოლთას სცემს.

ტროცკი:   ნამდვილად ცუდი ამბავია.

ქალბატონი ტროცკი:   რა მოხდა, ლეონ?

ტროცკი:     რა და თავში  წერაყინი მიდევს!

ქალბატონი ტროცკი:    კი არ  ,,გიდევს’’ , ჩაგარტყეს!   თანაც,  მერკადერს  ბრალდება!

ტროცკი:     გავიგე, ხო,  გავიგე. როგორ მოვიქცე?

ქალბატონი ტროცკი:    ქუდი დაგიფარავს.  მგონი,  ბუმბულებიანი  პანამა  უფრო  გამოგადგება.  ჰა, რას იტყვი?  (  ტროცკის  გამომეტყველებას შენიშნავს და  ჩერდება)

ტროცკი:     ესე იგი, ენციკლოპედიის მიხედვით დღეს ვკვდები, არა?

ქალბატონი ტროცკი:  ხო,  21-ში. ანუ, დღეს.

ტროცკი:   დროც  წერია?

ქალბატონი ტროცკი:  არა.

ტროცკი:    ამ  უაზრო  ენციკლოპედიებს ხომ ვერაფერში გამოიყენებ! ნუ, მოკლედ,  მაქსიმუმ შუაღამემდე მაინც ხომ  მაქვს დრო.

ქალბატონი ტროცკი:   ხო, მართლა, მზარეულს ვახშმად რა მოვამზადებინო ?

ტროცკი:   დაივიწყე, დღეს  ვერ ვივახშმებთ! ( ტროცკი იატაკზე ეცემა და კვდება).

ქალბატონი ტროცკი:  ნიეტ, ნიეტ, ნიეტ!

 

(ზარი)

 

 

მეხუთე  ვარიაცია

 

ტროცკი: ის ხომ მებაღეა!

ქალბატონი ტროცკი:   კი.

ტროცკი:   ყოველ შემთხვევაში,  თავს მებაღედ ასაღებს.

ქალბატონი ტროცკი:   ნამდვილად.

ტროცკი:    ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება  პროლეტარიც  იყოს!

ქალბატონი ტროცკი:    მეც ეგრე მგონია.

ტროცკი:  აბა, რატომ  ჩამარტყა  წერაყინი?

ქალბატონი ტროცკი:  წარმოდგენა არ მაქვს. ხომ არ ჩაგრავდი?

ტროცკი:   მართლა ვერ ვხვდები, რა დავუშავე! ( ჰამლეტივით იჭერს თავის ქალას)

ქალბატონი ტროცკი:   იქნებ, პედანტია.

ტროცკი:   ვინ?

ქალბატონი ტროცკი:   პედანტი.  ისე,  გუშინ მანუელი ხომ არ უნახავს? ხომ გახსოვს, მანუელი? ჩვენი მთავარი მებაღე.

ტროცკი:  ვიცი, ვინცაა მანუელი.

ქალბატონი ტროცკი:  ვიცი, რომ იცი. ხოდა, იმას ვამბობდი, რომ  თუ  რამონმა მანუელი ნახა,  დიდი ალბათობით რამონი კითხავდა:  რამდენად    შეძლებდა ტროცკი ნასტურციუმის  დათვალიებას, ხომ?  ხოლო, მანუელი უპასუხებდა:  დაგავიწყდა, თავში რომ გლიჯე?  ჰა,ჰა,ჰა,ჰა,ჰა,ჰა!

ტროცკი:    აქ უნდა გამეცინა?

ქალბატონი ტროცკი:     იქნებ, შენზე აბოდებდა და ეჭვიანობის ნიადაგზე  მოგკლა?

ტროცკი:    ჰა, ჰა, გავიცინეთ, გვეყო!

ქალბატონი ტროცკი:    რა იყო, ტვინი ხომ არ აგირია?

ტროცკი:    მოკეტე, მოკეტე!  ( კვდება)

ქალბატონი ტროცკი:  ჰა,ჰა,ჰა,ჰა,ჰა,ჰა!

(ზარი.)

 

1 2 3 4 5