დევიდ აივზი
დევიდ  აივზი

დევიდ აივზი ( 1950):  ცნობილი ამერიკელი  დრამატურგი და სცენარისტი. ე.წ.  15 წუთიანი  პიესების  ავტორი.

მისი  დრამატურგიული ტექსტები ხასიათდება კომიზმის, ტრაგიკომიზმის, შავი იუმორის და სატირის  ელემენტებით.

პიესა ,, ვარიაციები  ტროცკის სიკვდილზე’’  შედის კრებულში  ,,  All in  Timing’’  (1993) და წარმოადგენს ლევ ტროცკის მკვლელობის   სატირულ  ვარიაციებს.  ინდივიდუალური  ვარიაცია გულისხმობს  საპნის ოპერის,  მელოდრამის,  ტრაგედიის სქემატური მახასიათებლების  უტრირებას  გამომწვევად ტრაგიკომიკური ატმოსფეროს შექმნის მიზნით.