ციკლიდან „ტრანსფორმაციები“

 

ვინმე გაგიგებს, შუაღამიდან

დილის 6 საათამდე რომ იცეკვო?

 

სახლიდან გამოქცეული ბიჭი,

რომელმაც ყველაფერი მიაგდო,

რათა ბოსტონ ქომონის*

ტემპით იცხოვროს,

მარილიანი კრეკერებით იკვებოს,

იხვების ტბაში ჩააფსას,

ქუჩის მღვდელს ეჭუკჭუკოს,

უშვერი სიტყვებით შეიგინოს, –

მორიგი უგზოუკვლოდ

დაკარგული ადამიანი

გაგიგებს.

 

დადამბლავებული კაცის ცოლი,

რომელსაც თავისი სიყვარული ქალაქში მიჰყავს, ბარის სკამზე ზის, თხილთან ერთად გაზავებულ ვისკის ყლაპავს და

თან ღიღინებს

“That ole Ace down in the hole”** –

გაგიგებს.

 

ბოსტონიდან პარიზში მიმავალი მგზავრები,

თვითმფრინავში ფილმს რომ უყურებენ

და ამასობაში რიჟრაჟი სკის

ძეგლივით ამოიწვერება,

ხოლო ვიდრე დედამიწა სათამაშო გლობუსივით ბზრიალებდა, ისინი შამპანურსა და სტეიკს მიირთმევდნენ –

ის ღამის პერანგის მკვლელები

გაგიგებენ.

 

ამნეზიით დაავადებული ადამიანი,

რომელიც ცდილობს ახალ უბანს შეეგუოს,

რომელმაც სადღაც შეჩურთა წარსული,

მოიშორა ვიღაცის საკრედიტო ბარათები და

მონოგრამული საათი –

გაგიგებს.

 

 

 

1 2 3 4 5