უამრავმა პრინცმა სცადა ბედი.

ისინი ღამით მეფის ასულების საძინებლის

შეღებულ კართან ისხდნენ ისე, რომ

არ გამოპარვოდათ, რა ჯადოსნობა ცვეთდა ფეხსაცმელს.

მაგრამ თორმეტი მოცეკვავე პრინცესა

ღვინოში ბანგს ურევდა და მოდარაჯე პრინცს ასმევდა.

ყოველ ჯერზე ბოლო ერთი იყო –

პრინცს თავს კვეთდნენ!

 

ფუ! კალათბურთის ბურთივით!

 

ისე მოხდა, რომ ერთმა ღატაკმა ჯარისკაცმა

ამ უჩვეულო ამბავს ყური მოკრა

და გადაწყვიტა ბედი მასაც ეცადა.

სასახლისკენ მიმავალი ერთ დედაბერს წააწყდა.

გასაკვირია და, ასაკისგან მან სარგებელი ნახა.

დედაბერი მოხუცთა თავშესაფარში შეტენილი არ იყო.

მან  ჯარისკაცი გააფრთხილა,

ღვინოსთვის პირი არ დაეკარებინა

და აჩუქა მოსასხამი, რომელიც

მას უჩინარს გახდიდა.

ჯარისკაცი,პრინცების მსგავსად, საძინებლის კართან მეფის ასულების სადარაჯოდ დაჯდა.

უფროსმა პრინცესამ მას ღვინო მიუტანა, მაგრამ სასახლეში მისვლამდე ჯარისკაცმა

ნიკაპქვეშ ღრუბელი მიიმაგრა და

ენდი გამპის**** საწინააღმდეგო გმირს დაემსგავსა.

ღრუბელმა მთელი ღვინო შეიწოვა

და ჯარისკაცს რული არ მიეკარა.

მან თავი მოიმძინარა და დაინახა,

შუაღამისას პრინცესები საწოლებიდან როგორ წამოხტნენ

და „მის ამერიკის“ კონკურსანტებივით დამწკრივდნენ.

უფროსი და თავის საწოლთან მივიდა და

დააკაკუნა. საწოლი მიწაში ჩავარდა.

გოგონები ღიობში ერთიმეორის მიყოლებით ჩავიდნენ.

მარჯვე ჯარისკაცმა თავისი მოსასხამი მოიხვია

და მათ უჩუმრად გაჰყვა.

„ვაი!“ – დაიძახა უმცროსმა ასულმა,

– „რაღაცამ კაბაზე დამაბიჯა.“

მაგრამ უფროსმა დამ ჩათვალა,

რომ ის ლურსმანს წამოედო.

 

შემდეგ მათ წინ ხეივანი გამოჩნდა.

იქ ხეებს ვერცხლის ფოთლები გამოესხათ,

ჯარისკაცმა ერთი ფოთოლი მოწყვიტა

მეფესთან მისატანად.

უცროსმა ტოტის მტვრევის ხმა გაიგონა და

დაიძახა: „ჰეი! ვინ დადის აქ?“

მაგრამ უფროსმა დამ უთხრა: „მეფის მესაყვირეები სადღესასწაულო მუსიკას უკრავენ.“

 

 

 

 

1 2 3 4 5