მან გაიმარჯვა.საცეკვაო  მოცეკვავე ფეხსაცმელი აღარ იცეკვებს. პრინცესები ღამის ცხოვრებას

მოწყვიტეს, როგორც ჩვილი საწოვარას.

რადგან თავად ნორჩი არ ეთქმოდა,

ჯარისკაცმა უფროსი ქალიშვილი აირჩია.

ქორწილში პრინცესებმა მას თვალი აარიდეს და ძველი პერანგებივით  მოიმჩვარნენ.

გაქცეულები აღარ გაიქცევიან და თმა

ბრილიანტებში აღარ გაეხლართებათ,

ფეხსაცმელს აღარ დაფლეთენ სიცილ-კისკისში.

აღარც საწოლი ჩავარდება განსაწმენდელში

რამ გზა უჩვენოს მას შემდეგ,

რაც მათი ლუციფერი ტლინკებს ყრის.

 

 

 

თარგმნა   დალილა გოგიამ

 


ბოსტონ ქომონი (Boston Common)  – ცენტრალური პარკი ბოსტონში.

 

** Saloon Songs (1965) Jimmy” Roselli  James DempseyGeorge Mitchell  (იგივე ტუზი მიჭირავს ხელში)

 

**  სიტყვები ქოულ პორტერის სიმღერიდან „Ace in the Hole“. პირველად შეასრულა ამერიკელმა მომღერალმა ჩიკ ბალოკმა 1936 წელს.

 

*** “გრძელი დანების ღამე“. ასევე ცნობილია, როგორც ოპერაცია კოლიბრი – 1934 წლის 30 ივნისიდან 2 ივლისამდე მესამე რაიხში ჩატარებული პოლიტიკური წმენდა, რომელიც ემსახურებოდა ჰიტლერის აბსოლუტური ძალაუფლების განმტკიცებას. ამ დროს ადამიანები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააპატიმრეს და დახვრიტეს.

 

**** The Gumps – ამერიკული კომიქსი, შექმნილი სიდნეი სმითის მიერ. იბეჭდებოდა 1917 – 1959 წლებში.

 

***** წკრინ ბელი – ფერია ჯეიმს მეთიუ ბარის წიგნიდან „პიტერ პენი“.

 

****** A taxi dance hall – საცეკვავო მოედანი სან-ფრანცისკოში, სადაც მოცეკვავეებს ფულს უხდიდნენ, რომ პარტნიორობა გაეწიათ ცეკვის მსურველთათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5