ვერცხლის ხეებს მოჰყვა  ბრილიანტის ხეები.

ჯარისკაცმა მოწყვიტა ერთი თვალი,

რომელიც წკრინ ბელივით***** ციმციმებდა.

უმცროსმა დამ  დაიძახა: „მოიცადეთ! ვიღაც მოგვყვება!“ მაგრამ უფროსმა უპასუხა: „საყვირები,  ჩემო ძვირფასო.“

შემდეგ გავიდნენ ტბასთან,

თორმეტ ნავში თორმეტი მოჯადოებული პრინცი იჯდა დამეფის ასულებს მიწისქვეშა სასახლეში წასაყვანად ელოდა.

ჯარისკაცი უმცროსის ნავში ჩაჯდა და ნავი ისე დამძიმდა, თითქოს  ყინულის ყუთით დატვირთესო,

მაგრამ პრინცს არაფერი უეჭვია.

 

შემდეგ იყო ცეკვები, სადაც თავისი მოვალეობა

ყველა ფეხსაცმელმა პირნათლად შეასრულა.

პრინცესებმა ისე თავდაუზოგავად  იცეკვეს, როგორც  ტაქსის გოგოები****** ცეკვავდნენ როუზლენდში,

როცა ის-ის იყო, მათი დრო იწურებოდა.

პრინცესები საიდუმლო თმებშიკოცნებით დახატეს და

მაშინ, როდესაც ჯარისკაცი მათი ჭიქებიდან სვამდა, გოგონები ახალგაზრდობას დაუნანებლად ეწაფებოდნენ.

შამპანურის სადგამები და ლალით სავსე თასები.

მეფის ასულებმა დილამდე იცეკვეს და მზე ამოვიდა შიშველი და განრისხებული და გოგონები უკან

იმავე  გზით დაბრუნდნენ.

ჯარისკაცმა ქალიშვილების საძინებელი გადაჭრა,

თავის სკამზე დაჯდა და თავი მოიმძინარა.

 

იმ დილით, თითქოს ბრძოლის ველზე გადისო,

ჯარისკაცი ჭრილობიდან ამოხეთქილი სისხლივით მხურვალე თვალებითა და ბრუტალური მიზნით,

მეფეს ეახლა.

თითქოს სფინქსის წინ წარსდგა.

ფეხსაცმელი! ფეხსაცმელი!

ჯარისკაცმა მას ღამის ამბავი უამბო

და დასამტკიცებლად, ვერცხლის ფოთოლი და

ქლიავის ზომის ბრილიანტი წარუდგინა.

 

 

 

1 2 3 4 5