* * *

ვიღაცის ხელი, ნატიფი, მსუბუქი,

შეიძლება, სიმებიდან ახალი აღებულიც,

ხელის იდეალი, შედის ჩემს ძილში,

როგორც გაფატრულ სხეულში,

რომ მაჩვენოს ანბანი – ერთ-ერთი ორგანო

და არა დაწყებითი სკოლის მასალა,

როგორ გამოდის აქედან ბგერა

და მუცელს იკეთებს, როგორ უყვარდება

მაღალი ბგერა, ყელზე აქცენტით,

რომ ვენების გაგანიერებაზე თუ წავიფორხილე,

ავადმყოფობა დამეხმარება – ისეთი გავხდები,

თითქოს, მელანი გადამასხეს

საიდანაც იისფერი თრომბები ამოდის,

თავისი მკაცრი კანონებით, არადედურით

მეგონა, რამე თუ მომკლავდა,

მხოლოდ ქაღალდის სითეთრე,

იისფერი ბაღი კი დამდეს

ანატომიურ მაგიდაზე

 

1 2 3 4 5 6 7