ლია სტურუა
ლია სტურუა
ლია სტურუა დაიბადა 1939 წელს, თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – „ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში“. უნივერსიტეტში ლექციების კითხვის პარალელურად მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში – უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან არის ლიტერატურული კონსულტანტი გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმში. ლია სტურუას პირველი წიგნი, ლექსების კრებული – „ხეები ქალაქში“, 1962 წელს დაიბეჭდ...

ლია სტურუა დაიბადა 1939 წელს, თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – „ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში“.

უნივერსიტეტში ლექციების კითხვის პარალელურად მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში – უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან არის ლიტერატურული კონსულტანტი გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმში.

ლია სტურუას პირველი წიგნი, ლექსების კრებული – „ხეები ქალაქში“, 1962 წელს დაიბეჭდა. პოეტს გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული ნაწარმოებები – „ბედნიერი სიჩუმე“, „რძეში ჩავარდნილი ქვა (შეგრძნებების რომანი)“. წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურსა და ფინურ ენებზე.

მიღებული აქვს რამდენიმე პრემია. 2017 წელს გადაეცა „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ ლია სტურუასა და იუნა მორიცზე ფილმი გადაიღო.

მეტი მაჩვენე ნაკლები