ალცჰეიმერი. რატომ?

ზედ შენს გულზე გადის ეკვატორი!

სადილი პურითაა გამაგრებული,

ვახშამს უფრო უხდება სევდის მიყოლება

რა მდუღარეა ოქრო ალცჰეიმერის დაავადებამდე

და დავიწყების პასტელი მერე…

რამდენი წვრილმანია სიტყვაში:

მიწა, პალიტრა, თავახდილი როიალი…

სანამ პატრონის სტატუსი გაქვს,

მთავარს ირჩევ,

დანარჩენს აცეკვებ მის გარშემო

რატომ დაგემხო თავზე

ეს მოცეკვავე ბატალია?

რა გირჩევნია? სასწრაფო,

ავეჯის გადაზიდვის სერვისი,

გადალახვის, გადა-რაც გინდა,

ოღონდ, ასეთსაც შეგეგუონ,

ბლომად ჩასხმულს მოჭერილ ფეხსაცმელში,

მსუქნად, მაინც დასანახად,

იმ ხაზებისგან განსხვავებით,

რომლებიც გშლიან,

თუნდაც, ეკვატორის ხაზისგან გულში,

სანამ კარდიოგრამის კლაკნილებიც გასწორებულა,

ცეცხლი წაუკიდე

მთელ ამ ევკლიდურ გეომეტრიას! გათბები მაინც…

 

 

1 2 3 4 5 6 7