სულ

 

ანგელოზებიც ხტებიან,

რომ გაიგონ, სად დაეცემიან,

ისევე, როგორც ჩვენ.

ვარდებიან, იკვლევენ ამ დახეთქების ადგილებს და ტკივილს,

რომელიც მას ახლავს.

მაინც ვერ გრძნობენ.

მათ არ სტკივათ, საუბედუროდ.

დაგვდევენ, ყურთან მოაქვთ ტუჩები,

გვიცმაცუნებენ ჩურჩულს, რომ არ დავინახოთ ისინი

და თან ისმენენ ყველა იმ სისულელეს, რაცთავში დადის.

მერე უნდებათ გააკეთონ ის, რასაც ჩვენი ტვინი მოიფიქრებს,

და კარგად არ გამოსდით.

მაინც გვკარნახობენ ცეკვების ტემპს,

მერე კი თვითონ უფრო სწრაფად ცდილობენ მის შესრულებას.

ანგელოზები ცეკვაშიც გვჯაბნიან ჩვენ.

თუმცა უნდებათ, რომ დაუდგა რამე,

მერე კი თვითონ არევენ და მოირგებენ

შენგან მათი გზით დათესილ მოძრაობებს.

მუსიკას დამიწას შლიან, ზედ იფრქვევენ და უხარიათ.

ანგელოზებსაც უნდათ აპლოდისმენტები.

მათ უნდათ, იყვნენ ჩვენი ასაკის, რადგან მათ ასაკი არ გააჩნიათ.

ანგელოზებსაც აქვთ უფლება, იყვნენ ჩვენსავით ზარმაცები,

იციან, რომ ვიმუშავეთ მთელი სიცოცხლე და ახლა ვისვენებთ

ჩვენს გისოსებიან აივანზე,

ვარსკვლავების ლამაზი მუხლების ქვეშ

იატაკზე ვწევართ დავადარებთ ფეხებს,

ვის უფრო მიმზიდველი აქვს, ანგელოზები კი გვეჩრებიან,

რადგან მათი ფეხები ჩვენ ვართ.

მათი ფრთის თითო ბუმბული კი

სამყაროს  ყველაზე დიდ სისუსტეს იტევს.

ეს მათ იციან.

მაგრამ მათაც უნდათ ბოლომდე გაიგონ, როგორები ვართ ჩვენ,

თუმცა არ ესმით,

უსასრულობამდე ათრევენ ჩვენს კისრებს,

როგორც ბოკვერებს ვეფხვი.

კანი არც ჩვენ გვტკივამაგ დროს.

ანგელოზებსაც უნდათ ჩვენს გვერდით, ახლოს,

ჩახუტებულს ცხოვრება,

ჩვენი ბალიშების ფეხებშორის ამოჩრა

და შიშვლად გაგორება გახურებულ ოთახში,

ჩვენ კი არ ვიცით რა დავახვედროთ,

რით ვასიამოვნოთ,

მათ რა უყვართ,

როგორ უნდა გავუმასპინძლდეთ.

ჩვენ არ ვიცით მათთვის საჭმლის მომზადებაც კი.

ჩვენ დახეულ თეთრეულში გვძინავს და

ისინი კი კედლების ქაღალდებზე

ატარებენ უთვალავუძილო ღამეს,

წუხანდელის ჩათვლით,

ჩვენი სიზმრების სადარაჯოზე.

ყველა ჯერზე, გადამწყვეტ მომენტში გვაღვიძებენ და გვიხარია

სიცხადეში დაბრუნებისას.

ანგელოზებსაც უნდათ, რომ ჰყავდეთ ჩვენი შვილები,

ჩვენი ორგანო კი აღარ მრავლდება.

ანგელოზებს შეუძლიათ ეს სურვილი ზევით გადასცენ,

მათაც აქვთ ფოსტა,

წერილებს წერენ,

საკუთარი იერარქიით კი მარკებს არჩევენ.

აგზავნიან ქარის ფოსტალიონის ხელით.

ასე დაფრინავენ ჩვენი წერილები მარადისობაში.

უპასუხოდ.

მაგრამ ზოგი არ ვთხოვთ წერილს  ჩვენს სახელზე,

რადგან ვგრძნობთ,

რომ ანგელოზები ერთადერთნი არიან,

რომლებსაც მიწაზე გადახვევ ხელს, ისე რომ არ დაამძიმებ

და არც არაფერი დაუბუჟდებათ,

ანგელოზებს არ სტკივდებათ ფრთები,

მითუმეტეს ჩვენი სიმძიმით.

შენ კიაჩვენებ შავ-თეთრ კინოს,

გაფუჭებული პროექტორით,

შენი ბინის შელესილ კედელზე,

დოკუმენტურ კინოს,

ომზე, ჩაგვრაზე, დიდ გრძნობებზე,

ღალატზე და ღმერთზე,

რომელიც თვითონაც აზრზე არ არის, სად არის.

 

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7