***

მეგობრებს თუ გადახედავ

მოგიწევს ერთი უსახლ-კარო მეგობარი შეიფარო

ერთ ლოთთან ერთად გალოთდე

ერთ გიჟთან ერთად გაგიჟდე

ერთთან იყო ჩვეულებრივი

ერთთან ბუნებრივი

ერთთან მოღალატე

მეგობრებს თუ გადახედავ მიხვდები როგორი უსამართლოა ცხოვრება

 

 

***

ჩემ სოფელში ერთი მოხუცი ქალი დადის

პატარა რო ვიყავი შვილიშვილი დაუწვეს

დღემდე მთელ სოფელს უვლის

და სამართლს ითხოვს

დღესაც ისეთი შემართებით დადის

მოხარშული რძე მიქონდა ქარში დამწვარი შვილიშვილის დისთვის

და ბუტბუტებდა რა ვიცი თუ არ მოეწონება უკან ამოვიტანო

 

 

***

იმდენი მოვიხადე შენ წინაშე

ცოტა ხნით მაინც

უნდა დავდიოდე და ალმასებს ვპოულობდე

ვერასოდეს შევიცვლებოდი

რადგან უკვე დავწერე თუ როგორი ნაძირალა ვარ

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7