***

აჰა შენი ქერა თმა
აჰა ცივი ქარი
ბაგრატმა და გელათმა
ბრმად გაგიღოს კარი

ზამთარია სიცივეა შემოდგომა მიდის

ფანჯარაში იყურება შავი ტოტი შინდის

 

შენ უძირო ღამეების გისოსებით მღობავ

მითხარ რატომ დამიტოვე გული ასე ობლად

 

და მაისი აღარ მოვა არ მომილბობს იმედს

ნუ გარბიხარ უწყინარი სიტყვა მათქმევინე

 

მე ხელები უკან მიმაქვს შენ იყავი ციხე

დოლურიდან იღბლიანი ციფრი ამომიღე

 

ხომ შენ იყავ და შენა ხარ ჩემი ანგელოზი

მოდი ისევ დამიმტვრიე გული შენი მოსვლით

 

აჰა შენი ქერა თმა და აჰა შენი სარკე

შენ იყავი ამ ზღაპრისთვის უაღრესად კარგი

 

მე ჩუმად ვარ ჩემკენ მოდის სურვილები მწკრივად

ასე მარტო რომ დადიხარ ნუთუ არა გცივა

 

 

1 2 3 4 5 6 7