***

სასოწარკვეთა მაინც იყოს ვიტირებდი
მაგრამ ეს უფრო რაღაც სხვაა უფრო მაშინებს
სინამდვილეში ის შიშებიც მომენატრა
რაღაც კიდევ უფრო ბლანტი ზლაზვნით რომ ჩადის
ყელიდან. თითქოს ისევ გკარგავ ვერ გინარჩუნებ
ბოლო დღე იყოს დავიწყებდი სიტყვების ძებნას
ვერ მაჯობებდა ჩემი ლაჩრული
სასოწარკვეთა
ის მაინც იყოს ამჯერადაც რამეს ვიზამდი

დამიბრუნდი ვიმკურნალე

ცუდად მაინც ვიყო ვილაპარაკებდი

ან შენს ნივთებს ჩავიხუტებდი

მაგრამ ეს უფრო ბნელ ორმოს გავს

და მასში ვარდნას

რომ იღიმი და იმედი გაქვს დაგიჯერებენ

რომ ზუსტად ვიცი ვერასოდეს შენი თმის გარდა

ვერავის თმას ვერ მოვეფერები

 

დამიბრუნდი განვიკურნე

 

მე აღარ ვზივარ ფანჯარასთან არ ვიბადები

იქ სადაც ვიცი არაფერი არ დამრჩენია

და ეს უვადო ტკივილები გრძელი ვარდნები

მხოლოდ ჩემია

 

 

1 2 3 4 5 6 7