***

როგორი რომანტიკოსი ყოფილა ჩემი მეზობელი ბიჭი

ბავშვობიდან ვხედავ

ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი მეგონა

მინდორი მიყვარსო

პლანს მოვწევ და მთელი დღე მინდორში დავდივარო

ხან ცხენს გადავაბამ ხან ხბოსო

და გულში ლექსებს ვწერო

უბრალოდ მერე ვეღარ ვიხსენებო

გამომაცილა და ორი მუჭა თხილი ჩამიყარა ჯიბეში

 

 

 

***

ბოლო სცენაზე გამსვლელი არა ვარ

 

არც მეცინება აივანზე ჩიტის ბუდეა

ბუდეა სადღაც წარმოდგენით თეთრგულა მერცხლის

მე სიყვარული არასოდეს შემიზღუდია

ამიტომაა რომ წარსულს ვერ ვცვლი

 

ოქტომბერი და შენი ბოლი შენი კარკადე

სიყვარულს ალბათ არასოდეს არ გაურბიან

მე კი ვიხსენებ როგორ მაკლდი როგორ დაგკარგე

რომ ჩვენ ამაზე არასოდეს გვისაუბრია

 

 

 

1 2 3 4 5 6 7