წინა თვეს შემოგთავაზეთ 2019 წლის ათი საუკეთესო არამეინსტრიმული ფილმის ჩამონათვალი, დღეს გადავწყვიტე გასული წლის ის საუკეთესო ფილმები გამეხსენებინა, რომლებიც ფართო აუდიტორიაზე გავიდნენ და გლობალურად დომინირებდნენ კინოდისკუსიებს.

The Platform/პლატფორმა

ძალიან მახარებს ხოლმე, როდესაც საინტერესო, დაბალბიუჯეტიანი და რაც მთავარია, პოლიტიკურად მემარცხენე ფილმები ფართო აუდიტორიას პოულობენ და მეინსტრიმულ განზომიებას იძენენ. ასეთი ნამუშევარია ესპანური „პლატფორმა“, რომელიც საშინელებათა ჟანრის შეფუთვაში გახვეული მარტივი და ემოციური გზამკვლევია უთანასწორობის, კაპიტალისტური ეკონომიკის, დოვლათის არათანაბარი გადანაწილების, ამ ყველაფრის შედეგად კი, ადამიანის ქცევების და ცნობიერების დეჰუმანიზაციის შესახებ.

Richard Jewell/რიჩარდ ჯიუელი

კლინტ ისტვუდის ბოლო ფილმი გასული ათწლეულის მისი საუკეთსო ნამუშევარია. სურათი იდეალურად აღწერს არაკეთილსინდისიერი მედიის მიერ ბრალეულობის არ მქონე ადამიანის მთელი ქვეყნის წინაშე დამნაშვედ გამოყვანის ტრაგედიას. ისტვუდის ჩანაფიქრი ცალსახაა, ის, როგორც დონალდ ტრამპის მხარდამჭერი, ამერიკულ ლიბერალურ მედიებს აკრიტიკებს, რომლებიც მუდამ ამერიკის პრეზიდენტის დელეგიტიმაციით არიან დაკავებულნი, თუმცა, რამდენადაც მედიის პრობლემა არანაკლებ პრობლემური საკითხია საქართველოში, სადაც ეს მედიუმი სულ უფრო მეტად ხდება სენსაციის და სკანდალის შექმნაზე ორიენტირებული და სულ უფრო ნაკლებად ფაქტებსა თუ საზოგადოების სწორად ინფორმირების კუთხით მოღვაწეობაზე, ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და ყურადსაღბი ხდება რიჩარდ ჯიუელის ისტორია, რომელიც სხვათაშორის, რეალური ამბის მიხედვითაა გადაღებული.

 

 

 

1 2 3 4 5