Parasite/პარაზიტი

ბონ ჯუნ ჰოს საოცარი სტილის და პოლიტიკური მგრძნობელობით შექმნილი ფილმი არის მიკროსკოპული ატლასი პოლარიზებული მსოფლიოსი, სადაც სოციალურ ფენებს შორის არსებული უფსკრულების ლეტალური ბუნება და შემზარავი ხასიათი იდეალურადაა აღბეჭდილი. ფილმის სათაურში გამოტანილი “პარაზიტი” არ მიემართება არცერთ ოჯახს, რომელსაც ეკრანზე ვხედავთ, პარაზიტი ის სოციალური სეგრეგაცია და ეკონომიკური მოდელია, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა კლასობრივ კატეგორიებში ანაწილებს.

Pain and glory/ტკივილი და დიდება

ალმოდოვარის ულამაზესი ნამუშევარი, ემოციური კალეიდოსკოპია წარსულსა და აწმყოში, წარსულის გახსენების, გაანალიზების, დაშვებული შეცდომების გამოსწორების მცდელობის, სინანულის აუცილებლობის მანიფესტია. ამასთან, მთავარი პერსონაჟი იმდენად ახლოა რეჟისორთან, რომ მაყურებელში აუცილებლად წარმოიშვება სპეკულაციური აზრი იმის სსახებ თუ ეკრანზე აღმბეჭდილი მოვლენებიდან რა არის ავტობიოგრაფიული და ფიქციის ნაწილი. ანტონიო ბანდერასის ბრწყინვალე პერფორმანსი კიდევ უფრო აძლიერებს ფილმის ემოციურ ბირთვს და გასული წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად აქცევს მას.

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5