Uncut Gems/დაუმუშავებელი ძვირფასი ქვები

ძმები საფდების ფილმი, ფირზე კონცენტრირებული ადრენალინის ინექციაა, რომელიც ყოველ ახალ წუთთან ერთად მეტად გიმატებს გულისცემს და გიმძაფრებს შფოთვებს. ადამ სენდლერის პერსონაჟის თავგადასავალი სავსეა ემოციური ტურბულენტობით, მოულოდნელი და ხან ძალიან სასაცილო, ხან კი საოცრად დრამატული სიუჟეტური შემობრუნებებით. ნიუ იორკის საიუველირო ბირჟის ყოველდღიურობა, სამომხმარებლო საგნებზე დამოკიდებული ადამიანების ტრაგიზმი, ძვირფასი ქვების მოპოვების კოლონიალისტური ბუნება და თანამედროვე მონური შრომითი პირობები ძალიან ჩამთრევი და მუდმიად დაძაბული თხრობის მანერითაა ფილმში დემონსტრირებული.

Ford v Ferrari/ფორდი ფერარის წინააღმდეგ

ის, რაც ერთი შეხედვით საოცრად სტილური ფილმი უნდა ყოფილიყო ორი გიგნტური ავტო მწარმოებელი კომპანიის დაპირისპირებაზე, ამის პარალელურად, გამოდგა კაპიტალისტური წარმოების წესის კრიტიკა და ძალიან საინტერესო დაკვირვება მუშახელის შრომის უზურპაციის შესახებ. მეთ დეიმონის და კრისტიან ბეილის ტანდემი ისეთივე დინამიური და მომხიბვლელი აღმოჩნდა, როგორც ის ადრენალინით სავსე, შთამბეჭდავი რბოლის სცენები, რომლითაც უხვადაა ფილმი დახუნძლული.

 

 

 

1 2 3 4 5