102  დღეს

 

დღეს უისტან ოდენი ცოცხალი რომ იყოს,

დაჭმუჭნულ ზოლიან თეთრეულზე

შავი ხაზის ამოძენძილი ძაფი იქნებოდა,

ქვევიდან დაჭყეტილი თვალებით რომ მოგჩერებია.

რა მოიტანე?

ყვითელი ნარცისები და მწვანე ღეროები.

თუ მათ მოგიყვანეს?

 

ოდენმა ერთხელ იკითხა:

„სად ჯანდაბაშია ბობი?“

ჩვენ მიმოვიხედეთ

მაგრამ არსად იყო ბობი.

ეჰ, ოდენ, სადაა შენი ბობი!

მხოლოდ ყვითელი ნარცისები გვაქვს ქათქათა თეთრ ლარნაკში.

 

 

რომელ ლექსს გულისხმობდი

 

რომელ ლექსს გულისხმობდი, ჩემო ძვირფასო,

როცა სახლიდან ბეწვის საყელოიანი

გრძელი პალტოთი გაქროლდი?

რომელ ცხოველს ათბობდა ეს ქურქი

რომელი ცხოველი ილოკავდა ბეწვს გრძელი ხაოიანი ენით

და შუადღის ჩრდილში ერთ მხარეს ივარცხნიდა?

ნეტავ შენც მასავით სერენგეტის დაბლობზე დაცუხცუხებდე

რომ მძლავრი ყბები რამეს ჩაავლო,

იმის ნაცვლად, რომ კართან შეყოვნდე

და მცირე ფიქრის მერე მითხრა:

„ვიდრე მოვალ, ლექსი დაწერე“!

გასეირნება უოლტთან ერთად

როცა ყოველდღიური მიზნებით და ამოცანებით

ისე იჭედება ისტორია, რომელშიც ცხოვრობ, რომ

თავისუფლად ვერ სუნთქავ, ან ძლივს სუნთქავ,

მთლიანადივსება

გუშინ ჯერ კიდევ თავისუფალი სივრცე.

ოჰ, დიადო ამერიკავ! ალბათ

მართლა არსებობდი,სხვაგვარად

უიტმენი ვერ იქნებოდა.

სასაცილოა, რომ ამერიკა არ აფეთქდა

როდესაც უიტმენმა „ბალახის ფოთლები“ გამოაქვეყნა,

რომ არ აფეთქდა გაოცებისა და სიამაყისგან, თუმცა

სად ეცალა, ის ხომ  სულ სხვა იყო,

ვიდრე მას წარმოედგინადა მე გავიზარდე

მის სტროფებზე ფიქრში და ჰო,

რა თქმა უნდა, გასაგებია,

ამ წამს ხეები ზუსტად ისევე დგანან, როგორც მაშინ

როცა ის მათში და მათ შორის დადიოდა,

როგორც თავად ამბობდა, უხეში,

თუმცა, არ ვიცი,რამდენად უხეში.

ეს მგონიზედმეტი მოუვიდა,როგორც

ყველას გვემართება, როცა, თუ გაგვიმართლებს,

მაშველი რგოლი ოდნავ მოგვაშორებსდედამიწას

რათა უფრო მკვეთრად ვიგრძნოთ სიმყარე.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5