ლექსი

 

შენ აქ ხარ –

და თუ წამით

შეისვენებ

ზურგი და

სხეულის სხვა ნაწილები

დაგიბრუნდება

ყველანი ერთად ყოფნას

შეძლებთ

და მცირეოდენ ბედნიერებას

მოიპოვებ.

 

 

 

გადახვეტა

 

ახლა მხოლოდ ის მინდა

რომ დავივიწყო ყველაფერი

რაც პოეზიის შესახებ ვიცი

ქოხის სახურავიდან

ფიჭვის წიწვები გადავხვეტო

და ვუყურო როგორ ფრიალებენ

ვიდრე ოქტომბრის საღამოს შეერევიან

 

კალამი მახვილზე ძლიერია

მაგრამ დღეს ცოცხს

კალამზე დიდი ძალა აქვს.

 

 

 

 

1 2 3 4 5