ფიქსაცია

 

იმდენად მძიმე კი არ არის

ახვიდე ჯვარზე რომ

ფეხებითა და ხელისგულებით

ზედ მიგაჭედონ.

რა თქმა უნდა, მტკივნეულია, მაგრამ

თუ მტკიცე ნებისყოფა გაქვს,

შეიძლება ვერაფერი იგრძნო და შეამჩნიო,

რა შორს წვდება ზემოდან მზერა,

რომ თურმე სიოც უბერავს და

ჩამოწვეთილ სისხლს გიგრილებს.

ზეთისხილის მთები ერწყმის

ქოხებისა და გზების მთებსდა

შორეულ მთებზე შეფენილ ცხვრის ფარებს.

 

 

სასმელი

 

მე განსაკუთრებით მაინტერესებს ფილმის პერსონაჟები, ვისაც

სახეში სასმელს ასხამენ. ზოგიერთი მრისხანებისგან კონტროლს

კარგავს, ზოგს კი (ჩემ საყვარელ პერსონაჟებს) სახეზე ნაკვთი

არ უკრთებათ, ცხვირსახოცით ან ხელსახოცით სახეზე მშვიდად

იმშრალებენ დამამცირებელ სითხეს, თავდამსხმელი კი აღელვებული

ტოვებს რესტორანს. მაგიდასთან მსხდომნი(სავსებით გასაგებია)

უხერხულად იშმუშნებიან. ქალი იხრება და კაცს მკლავზე ეხება.

„უნდა გაუგო დევიდ, არ უნდოდა.“ ეუბნება.  „მესმის.“ ორაზროვნად

ამბობს დევიდი – რაც უდავოდ ზრდასრული ადამიანის პასუხია.

მერე ორკესტრი ისევ უკრავს მხიარულ საცეკვაო მუსიკას და

დარბაზი ისევ ცოცხლდება. გარეთ კი, ავტოსადგომზე ელიზაბეთი

ცეცხლს უკიდებს დევიდის მანქანას. დიახ, არ ცდებით,

ეს თანამედროვე ფილმია.

 

 

 

 

თარგმნა

დალილა გოგიამ

 

 

 

 

1 2 3 4 5