რონ პეჯეტი
რონ პეჯეტი
თანამედროვე პოპულარული ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი რონ პეჯეტი  1942 წლის 17 ივნისს ამერიკაში,ოკლაჰომის შტატში დაიბადა. ის ადრეულ ასაკში დაინტერესდა ლიტერატურით და ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მეგობრებთან ერთად ავანგარდული ლიტერატურული ჟურნალი დააარსა. 1960 წელს პეჯეტი კოლუმბიის კოლეჯში ჩაირიცხა და  ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს. რონ პეჯეტი ნიუ-იორკის პოეტური სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელია. მან პირველი პოეტური კრებული 1967 წელს გამოაქვეყნა, დღეს ის ოცდაათამდე პოეტური და პროზაული კრებულის ავტორია.2016 წელს  წარმატებული აღმოჩნდა მისი თანამშრომლობა კინორეჟი...

თანამედროვე პოპულარული ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი რონ პეჯეტი  1942 წლის 17 ივნისს ამერიკაში,ოკლაჰომის შტატში დაიბადა. ის ადრეულ ასაკში დაინტერესდა ლიტერატურით და ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მეგობრებთან ერთად ავანგარდული ლიტერატურული ჟურნალი დააარსა. 1960 წელს პეჯეტი კოლუმბიის კოლეჯში ჩაირიცხა და  ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს.

რონ პეჯეტი ნიუ-იორკის პოეტური სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელია. მან პირველი პოეტური კრებული 1967 წელს გამოაქვეყნა, დღეს ის ოცდაათამდე პოეტური და პროზაული კრებულის ავტორია.2016 წელს  წარმატებული აღმოჩნდა მისი თანამშრომლობა კინორეჟისორ ჯონ ჯარმუშთან ფილმზე „პატერსონი“. ფილმისთვის დაწერილმა ლექსებმა მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.

რონ პეჯეტი 2011 წელს იყო პულიცერის პრემიის ფინალისტი, მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის ფულბრაიტის პრემია, ფროსტის მედალი,  გუნინჰემის

პრემია, უილიამ კარლოს უილიამსის პრემია, პულიცერის პრიზი.

მეტი მაჩვენე ნაკლები