"ჩვენი ქართული ენა" - არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ოლიმპიადა
პროექტის ერთერთი ნაწილია საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ტელე-ონლაინ ოლიმპიადის ჩატარება. წელს პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ოლიმპიადაში მონაწილეობა არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. პროექტის თითოეულ მონაწილეს, მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა. ხოლო სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზებით. ასევე დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.