#სახლისკენ - შემოდგომის მიწურულს ეფემერიადა და არტისტერიუმი
20:20, 17.11.2020
FM ნავიგატორი – რა უპირატესობა აქვს Moderna-ს მიერ შექმნილ ახალი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებულ ვაქცინასთან შედარებით? რამდენად ზუსტია AbC-19 სწრაფი ტესტი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ახალი კორონა ვირუსის ანტისხეულების გამოსავლენად იყენებენ? როგორ იმუშავებს დრონი, რომლის შექმნაზეც Toyota მუშაობს და როგორ დაეხმარება ის ავტომობილების მფლობელებს საწვავის მარაგის შევსებაში? რატომ მოითხოვს ორგანიზაცია „ყაზახეთის ამერიკული ასოციაცია“ საერთაშორისო კინოფესტივალების ორგანიზატორებისგან, რომ ფილმ „ბორატის“ მეორე ნაწილი ნომინაციების კანდიდატ ფილმებს შორის არ მოხვდეს და რა პასუხი აქვს საშა ბარონ კოენს „ყაზახეთის ამერიკული ასოციაციის“ პრეტენზიებზე? რატომ მოხვდა სვანეთი National Geographic-ის გლობალური რედაქტორების მიერ შერჩეულ, მომავალი წლის 25 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის?
ცნობილი ფესტივალი არტისტერიუმი 13/2020 ახალი კორონა ვირუსით გამოწვეულ სიტუაციასთან და გარემოებებთან ადაპტირებული პროექტების რიცხვს დაემატება და წელს ციფრულ ფორმატში გაიმართება; თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 20 ნოემბერს ონლაინ დაიწყება და, გარდა იმისა, რომ ციფრული ფორმატი ისეთი ქვეყნების ხელოვანების ჩართვის შესაძლებლობას იძლევა, რომლებსაც აქამდე მონაწილეობა არ მიუღიათ ფესტივალის პროგრამაში, კითხვამ, მოხერხდება თუ არა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ხელოვანების ნამუშევრების ვირტუალურ სივრცეში სრულყოფილად გადატანა, შესაძლოა, თანამედროვე ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს შორის ფესტივალისადმი ინტერესის გაზრდას შეუწყოს ხელი;
„შემოდგომის ეფემერიადა“ არის პროექტი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ იმ ადამიანებს აერთიანებს, ვინც გალაკტიონის პოეზიით, მისი ცხოვრებით და მასთან დაკავშირებული ისტორიებით არის დაინტერესებული. პროექტს ახორციელებს ჯგუფი „პარნასი“, რომლიც გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მომხმარებელს პირდება, რომ რაც არ უნდა ბევრი იცოდეს გალაკტიონზე, „შემოდგომის ეფემერიადა“ კიდევ უფრო მეტ საინტერესო და ექსკლუზიურ მასალას შესთავაზებს;
მუსიკალური კალენდარი – ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეულის კომპოზიციები, რომლებიც (ბევრ სხვა ღირებულებებთან ერთად) იმითაც გამოირჩევა, რომ სხვა არტისტებს უსაზღვრო ფანტაზიისა და ინტერპრეტაციისთვის უტოვებს სივრცეს; მიმოვიხილავთ და მოვისმენთ სხვა ცნობილი მუსიკოსების მიერ ბითლზის სიმღერების საუკეთესოდ გადამღერებულ ვერსიებს;
აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიებს გაგაცნობთ თორნიკე ბერიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: