#სახლისკენ - საციცოხლოდ აუცილებელი ვიტამინები
#სახლისკენ - საციცოხლოდ აუცილებელი ვიტამინები
  • FM ნავიგატორი – როგორ მუშაობს სპეციალური პროგრამა, რომელსაც, მისი შემქმნელების თქმით, ინტერნეტით გავრცელებულ მრავალფეროვან ინფორმაციაში ყალბი ამბების ამოცნობა 90%-იანი სიზუსტით შეუძლია? რომელი 6 მიზეზი აქცევს ჯოგური იმუნიტეტის იდეას გაუმართლებლად ვაქცინის გამოყენების გარეშე გამოცემა Business Insider-ის აზრით? ვინ და როგორ სარგებლობს შავ ბაზარზე გამოჩენილი გაყალბებული, ახალი კორონა ვირუსის უარყოფით პასუხიანი ტესტების გაყიდვით და რა სასჯელი ემუქრება თაღლითურ დაჯგუფებას? რა თანხის გადახდა მოუწევთ Google Photos მომხმარებლებს სერვისისთვის, რომლითაც აქამდე უფასოდ სარგებლობდნენ, რომელ ანგარიშებს გააუქმებს Google და რომელ მომხმარებელს არ შეეხება მოსალოდნელი ცვლილება? რისთვის შექმნეს იაპონიის ქალაქ ტაკიკავაში რობოტი მგლები, რომლებიც გარეგნულად თითქმის არაფრით განსხვავდებიან ნამდვილი მგლებისგან?
  •  მადისა და გემოს დროებითი დაკარგვიდან გაძლიერებულ მადამდე – როგორი საკვები უნდა მიიღოს და როგორ უნდა შეადგინოს დღის რაციონი კოვიდინფიცირებულმა ადამიანმა სახლის პირობებში მკურნალობისას?
  •  ჩვენი ბავშვობის წიგნები – პარასკევობით გადაცემის სტუმარი თავისი ბავშვობის წიგნებზე, მათთან დაკავშირებულ ისტორიებზე, მათგან გამოწვეულ ემოციებზე გიამბობთ. გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს, რომლებიც მასზე დიდი ხნის წინ წაკითხულმა ტექსტმა მოახდინა და როგორ იცვლება ბავშვობის წიგნის მიმართ დამოკიდებულება დროთა განმავლობაში. რას ვკითხულობდით ჩვენ ბავშვობაში და რას კითხულობენ ჩვენი შვილები? იცვლება თუ არა ბავშვობის წიგნები და მათგან მიღებული პირველი ემოციები თაობიდან თაობამდე?
  • მუსიკალური კალენდარი – მას შემდეგ, რაც ყველას ეგონა, რომ როკის ლეგენდებმა კარიერა დაასრულეს, ყველასთვის სრულიად მოულოდნელად და თაყვანისმცემლების გასახარად ცნობილი გახდა, რომ AC/DC-იმ ახალი სიმღერები ჩაწერა მეჩვიდმეტე ალბომისთვის, რომელიც დღეს წარუდგინა მუსიკალურ სამყაროს; ლეგენდარული სიმღერის პირველი ცოცხალი შესრულების ჩანაწერი, რომელიც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი – როლინგ სთოუნზის Sympathy for the Devil -ის გამორჩეული შესრულება, რომელიც, შესაძლოა, პირველად მოისმინოთ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: