#სახლისკენ - თამაშგარე დარჩენილი გულშემატკივრის „ვნებანი“
#სახლისკენ - თამაშგარე დარჩენილი გულშემატკივრის „ვნებანი“

როგორ „დასდევდნენ“ თურქული სატელევიზიო არხების სიგნალს ხან ბათუმის შემოგარენში, ხან ლენინაკანში, ხან თეთრი წყაროს მეტეო სადგურში, ხანაც პანტიანში ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები ისეთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო რეპორტაჟების საყურებლად, რომლების ტრანსლაციაც საბჭოთა საკავშირო ცენტრალური ტელევიზიით არ ხდებოდა? დარში, თუ ავდარში თავგადასავლად ქცეული ხანმოკლე მგზავრობა, დანიშნულების ადგილამდე გაწელილი, ფეხბურთის გულშემატკივრებით სავსე მანქანების ქარავანი, ავტომობილის ელექტროკვების ბლოკზე შეერთებულ შავ-თეთრ, ან ფერად კომპაქტურ ტელევიზორებში ნანახი საინტერესო თამაშით გამოწვეული ემოციები, საერთო გატაცების წყალობით შეძენილი ახალი ნაცნობები და აუცილებელი „რიტუალები“.

სტუმარი – სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი (სატელეფონო ჩართვა).

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: