#სახლისკენ - ვინც ეძებს ის პოულობს
#სახლისკენ - ვინც ეძებს ის პოულობს
  • 1. FM ნავიგატორი – როგორ მოქმედებს კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი ახალი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც წარმატებით გაიარა კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა და მოსალოდნელზე მეტი, 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა და როდის იქნება შესაძლებელი მისი წარმოებაში ჩაშვება, ან რა მასშტაბების მიღწევას გეგმავს მწარმოებელი? ფუტურისტული ვაკუუმის მატარებელი – გადაადგილების ნოვაციური იდეა და ექსპერიმენტი, რომელიც კომპანია Virgin Hyperloop-მა მგზავებისა და ტვირთების უფრო სწრაფი ტრანსპორტირებისათვის განახორციელა; რა კავშირი აქვს ჯგუფ Depeche Mode-ს ოსკაროსან შარლიზ ტერონთან, რომელმაც ბენდი როკენროლის დიდების დარბაზში მიღების ვირტუალურ ცერემონიაზე წარადგინა და კიდევ ვის ერგო დიდების დარბაზში მიღების პატივი?
  • 2. როგორ ვიპოვოთ საკუთარი საქმე და განვახორციელოთ იდეა, რომელიც თითქოს შეუძლებელი გვეჩვენება? სად, ან როგორ ვეძებოთ რესურსი და გამოვიყენოთ ყველა რეალურად არსებული შესაძლებლობა, რომელიც ერთი შეხედვით, თითქოს, არც არსებობს?
  • 3. აღმოაჩინე თავიდან, ანუ რაც არ გინახავს საქართველოში, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახო, სანამ საზღვარგარეთ წახვალ. სამშაბათობით გიამბობთ ადგილებზე, რომლებიც პოპულარული ტურისტული ობიექტების ჩამონათვალში არ შედის, რადგან მარტო ძნელად მისადგომთან ერთად რთულად მისაგნებიცაა, ამიტომ მსუბუქი გასეირნებითა და კომფორტით გაინტერესებულ ტურისტებზე მეტად შთამბეჭდავი თავგადასავლებისა და ადრენალინის მოყვარულ მოგზაურებს იზიდავს.
  • 4. მუსიკალური კალენდარი – „მე ღვთისგან მოვლენილი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი კი ისაა, რომ ვერასდროს ვნახავ საკუთარ ცოცხალ შესრულებას“ – პოპულარობის მწვერვალზე მყოფი ცნობილი მუსიკოსების მიერ თავის დროზე, უზომო თვითკმაყოფილებით საჯაროდ წარმოთქმული ფრაზები, რომლებიც წლების შემდეგ მათ სანანებელი გაუხდათ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: