#სახლისკენ - სამყაროში გონიერი სიცოცხლის ძიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი კულტურული ძეგლების ამბები I 02.11.2022
#სახლისკენ - სამყაროში გონიერი სიცოცხლის ძიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი კულტურული ძეგლების ამბები I 02.11.2022

1) მეცნიერები სამყაროში გონიერი სიცოცხლის ძიებაში

სამყაროში გონიერი სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობები და მათი ძიების თანამედროვე მეთოდები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი: „რადიო მესიჯებია“, „WOW სიგნალი“, მისი აღმოჩენის ისტორია, წარმომავლობის შესაძლო ვერსიებიდან,

ე.წ. კოსმოსური არტეფაქტების ძიების მეთოდები.

სტუმარი: ზაზა ოსმანოვი – თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორი

 

2) კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

საქართველოს ლურჯი ფარისა და დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ანგარიში ეხება ტერიტორიაზე არსებული ძეგლების დაცვისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განხორციელებას, მოიცავს ასევე ცხინვალის რეგიონის უძრავ ძეგლთა ელექტრონულ რუკას, რომელიც ნიუქასლის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მშვიდობის იუნესკოს კათედრის დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალთან ბოლო 3 წლის თანამშრომლობით მომზადდა.

მასში აღწერილია ცხინვალის რეგიონის უძრავი კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების მდგომარეობა, აგრეთვე მიმოხილულია მათი დაცვისთვის საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული საქმიანობა და დასკვნის სახით წარმოდგენილია რეკომენდაციები აღნიშნული მემკვიდრეობის დასაცავად საერთაშორისო ინსტრუმენტების ასამოქმედებლად

სტუმრები: მანანა თევზაძე – საქართველოს ლურჯი ფარის ხელმძღვანელი და სალომე მელაძე – დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი

 

3) თამარ დადიანიძის რუბრიკა – „არტნიუსი

  • ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ დავით ფირცხალავას ფილმისთვის – „დიდი შესვენების“ საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა;
  • ლაშა მეუნარგიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის – „სხვა გზა“ პრემიერა;
  • ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლები თბილისში, რუსთავსა და გორში;
  • თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: