#სახლისკენ - კრიმინალური ამბები და „კეთილშობილი ყაჩაღები“ ლიტერატურაში I 15.11.2022
#სახლისკენ - კრიმინალური ამბები და „კეთილშობილი ყაჩაღები“ ლიტერატურაში I 15.11.2022

1) პატრიოტული ლექსებისა და ჟურნალის სახელწოდების გამო დასჯილი პოეტი ქალი 

მარი აბრამიშვილი – პოეტი ქალი, რომელიც კომუნისტურმა რეჟიმმა 22 წლის ასაკში დააპატიმრა პატრიოტული ლექსების, ასევე ხელნაწერი ჟურნალისთვის სახელწოდების, „ანათემას“ მოფიქრების გამო და დახურულმა სასამართლომ 6 წლით გადასახლება მიუსაჯა;

საქართველოს მწერალთა სახლში მარი აბრამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე გამოიფინება პოეტის წიგნები, რამდენიმე ხელნაწერი და პირადი ნივთი, რომელიც გამოფენის შემდეგ მწერალთა სახლის რეპრესირებული მწერლების მუზეუმში დაიდებს ბინას, გამომცემლობა „ინტელექტი“ კი წარადგენს პოეტის ახლად გამოცემულ სატრფიალო ლირიკას „შენი სახელი შემრჩა ბაგეზე“

სატელეფონო ჩართვა საიუბილეო საღამოდან: ლელა შუბითიძე – მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე

 

2) მოგზაურობა დეტექტიური ჟანრის ლაბირინთებში 

დეტექტიური ჟანრის დაბადება, განვითარება, ოქროს ხანა, თანამედროვე დეტექტივის თავისებურებები და ჟანრის პერსპექტივა

სტუმარი: ცოტნე გვასალია – კლუბ „რა? სად? როდის?“ ბროლის ბუს მფლობელი

 

3) პერსონაჟებად ქცეული „ცუდი ბიჭების“ ამბები

რობინ ჰუდის სევდიანი ბალადა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა „კეთილშობილი ყაჩაღები“;

ბუკერის პრემიის ორგზის მფლობელი ავსტრალიელი მწერლის, პიტერ კერის მიერ მოთხრობილი „კელის საძმოს უტყუარი ამბავი“, რომელიც ავსტრალიელ რობინ ჰუდად წოდებული გმირის მიმართ თანაგრძნობასთან ერთად მისი ბოროტმოქმედად ქცევის მიზეზებს ხსნის და მიკ ჯაგერის განსახიერებული ნედ კელი რომანის ერთ-ერთ ეკრანიზაციაში

სტუმარი: ზალიკო სამადაშვილი – მწერალი

 

4) კულტინფო“ – ნინი იმერლიშვილთან ერთად 

სახელგანთქმული ანონიმური გრაფიტ არტისტი Banksy დაბრუნდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მისი ნამუშევრები უკრაინაში გამოჩნდა.

მსოფლიო კინომოვლენად აღიარებული ფილმის – Avatar-ის მეორე ნაწილის პრემიერა ახლოვდება. რა ვიცით ჯეიმს კამერონის ახალი სარეჟისორო ნამუშევრის შესახებ.

„კარიბის ზღვის მეკობრეების“ ახალი ნაწილის გადაღება კინოკომპანიამ გადაიფიქრა. ფილმი, რომელშიც წამყვანი როლები ქალ მსახიობებს უნდა შეესრულებინათ, აღარ გამოვა. როგორია ცნობილი მსახიობებისა და კინომიმომხილველი პრესის გამოხმაურება ამ გადაწყვეტილებაზე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: