#სახლისკენ - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები უპრეცენდენტო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას
#სახლისკენ - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები უპრეცენდენტო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას

საფრანგეთში არსებულმა გამომცემლობა მედუზამ გადაწყვიტა ფრანგულად თარგმნოს და გამოსცეს ქართული ზღაპრების სერია. სწორედ ამ ზღაპრებს გააფორმეს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები ილუსტრაციებით. პროექტში ჩართულია 15 მოსწავლე. გამომცემლობა ოფიციალურად მიწვეულია არაერთ საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე, მათ შორის საფრანგეთშიც, სადაც ქართული ლიტერატურის თარგმანებს წარადგენენ ფრანგი მკითხველის წინაშე. გადაცემას „სახლისკენ“ ქუთაისიდან ტელეფონით ჩაერთო ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, ნატალია პატარიძე.