#სახლისკენ - 14 ივნისს სისხლის დონორის მსოფლიო დღე აღინიშნება
#სახლისკენ - 14 ივნისს სისხლის დონორის მსოფლიო დღე აღინიშნება

უვნებელი სისხლი ნებისმიერი ქვეყნისთვის ძვირფას რესურსს წარმოადგენს. 2005 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა ერთხმად მიიღეს სისხლის ნებაყოფლობითი დონორების მხარდამჭერი განცხადება. მათ რეზოლუციით დაადგინეს, ყოველწლიურად 14 ივნისს ჩატარებულიყო სისხლის დონორების მსოფლიო დღე (World Blood Donor Day). თარიღის აღნიშვნა გადაწყდა ავსტრიელი ექიმისა და იმუნოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ადამიანის სისხლის ჯგუფის აღმომჩენის, კარლ ლანდშტეინერის (1868‑1943) დაბადების დღეს. სისხლის დონორის მსოფლიო დღე განსაკუთრებული თარიღია, რომელიც აღინიშნება სისხლის უანგარო დონორების პატივსაცემად. ამ მოვლენის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების. თარიღის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ ისაუბრა.