#სახლისკენ - გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა
#სახლისკენ - გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გორში წელს მეექვსედ ტარდება. სლოგანი უცვლელია – „დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“. თეატრალური ფესტივალი რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დაარსა. წელს მასში მონაწილეობას მიიღებენ მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მოზარდმაყურებელთა, რუსთავის, ქუთაისის, გორის, რუმინეთის, მოძრაობის თეატრის, ილიაუნის, დმანისის, ჭიათურის თეატრების დასები. ამ კულტურული ღონისძიების მნიშვნელობასა და მიზნებზე ფესტივალის გახსნიდან ტელეფონით საუბრობს კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაია ღუღუნიშვილი.