#სახლისკენ - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“
#სახლისკენ - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“

დღეს, საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატის, DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დაბა მესტიაში, გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ის შესაძლებლობები და ვალდებულებები რომელსაც ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ ხელშეკრულება გვაძლევს. ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის – „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ – მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „სახლისკენ“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ჩიტაძემ ისაუბრა.