#სახლისკენ - კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და პოპ-მუსიკის ვარსკვლავი საქართველოდან - ბერკლის მუსიკალური კოლეჯის მიწვეული პროფესორი
#სახლისკენ - კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და პოპ-მუსიკის ვარსკვლავი საქართველოდან - ბერკლის მუსიკალური კოლეჯის მიწვეული პროფესორი

გიორგი მიქაძე – კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და პოპ-მუსიკის ვარსკვლავი საქართველოდან! ბერკლის კოლეჯის კურსდამთავრებული, მანჰეტენ სქულის ჯაზის მაგისტრი, „იამაჰასჯაზ-არტისტი და უამრავი პრესტიჟული პრემიის მფლობელი დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს ჯაზისა და თანამედროვე მუსიკის ლეგენდარულ მუსიკოსებთან. ამჟამად გიორგი ჩინური პოპის მეფედ წოდებულ ლიჰომ ვანგთან ერთად მსოფლიო ტურნეშია, უდიდეს არენებსა და სტადიონებზე უწევს საკონცერტო გამოსვლა. აქტიური, თავბრუდამხვევი საკონცერტო მსოფლიო ტურის პარალელურად მუსიკოსი რამდენიმე დღით საქართველოს ეწვია. ქართველი ხელოვანის უდიდეს წარმატებებს და მიღწევებს მსოფლიოს წამყვანი ხელოვანები, მუსიკალური ბიზნესის ცნობილი იმპრესარიოები, მენეჯერები და გავლენიანი კრიტიკოსები ეხმიანებიან და მას პროფესიონალ, უნიკალურ და უნივერსალურ მუსიკოსს უწოდებენ, რომელიც თითქმის ყველა ჟანრისა და სტილის მუსიკალურ მიმდინარეობას სიღრმისეულად ფლობს და საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებს. გიორგი მიქაძემ საკუთარ შემოქმედებაზე გადაცემაში „სახლისკენ“ ისაუბრა.