#სახლისკენ - გურული მოჯირითეები ამერიკაში
#სახლისკენ - გურული მოჯირითეები ამერიკაში

გურული მოჯირითეების ისტორია 1892 წელს დაიწყო, როდესაც ისინი ინგლისში შეუერთდნენ ბაფალო ბილ ქოუდის Wild west show-ს (ველური დასავლეთის შოუს). ისინი 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა, შოუების არენებზე და საყოველთაო აღიარება მოიპოვეს. სამწუხაროდ, ეს ისტორიული ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არ არის. სწორედ ამიტომ შეიქმნა პეტიცია, რომლის მიზანიც ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ მდებარე მოედნისთვის გურული მოჯირითეების სახელის მინიჭება და ბრინჯაოს კომპოზიციის დადგმაა. გურული მოჯირითეების ისტორიაზე და ნახსენებ პეტიციაზე გადაცემაში „სახლისკენ“ საქართველოს სასოფლო დარბაზის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ამირან გიგინეიშვილმა ისაუბრა.